როგორ ვისწავლოთ უცხო ენა(უფასოდ და მარტივად)

Over 95% of Romanian secondary school students study at least two foreign  languages | Romania Insider

XXI- საუკუნეში რაც უნფრო მეტად ვითარდება მსოფლიო და სწრაფი გლობალიზაცია გვაქვს მით უფრო აქტუალური ხდება უცხო ენების სწავლა. როგორც იცით უცხო ენების სწავლა არც თუ ისე მარტივია, ყველა ადამიანისთვის მიდგომა განსხვავებულია: ზოგისთვის წიგნიდან სწავლა უფრო უმარტივდება, ზოგი მოსმენითა და საუბრით უფრო სწრაფად სწავლობს, ეს რათქმაუნდა თქვენი გადასაწყვეტია.

ალბათ უმეტესობას გქონიათ სიტუაცია როდესაც ტურისტი ქართულად გეტყვით რაიმეს და გაკვირვებული შეხედავთ ხოლმე. დიახ დიახ ძალიან მარტივია რამოდენიმე სიტყვა ან თუნდაც წინადადება ისწავლო წინასწარ სანამ სამოგზაუროდ წახვალ. მე მსურს გაგიზიაროთ ის ვებგვერდები, აპლიკაციები რომლებიც დაგეხმარებთ სხვადასხვა ენის შესწავლაში:

იმ შემთხვევავში თუ ერთ-ერთი უცხო ენა იცით(ინგლისური, რუსული) თქვენთვის სხვა ენის შესწავლა არ იქება რთული.

  1. Duolingo

დუოლინგო გახლავთ ვებგვერდი რომელსაც ასევე გააჩნია აპლიკაცია როგორც ანდროიდ ისე აიოეს მოწყობილობებზე. თქვენ ისღა დაგრჩენიათ დარეგისტრირდეთ და დაიწყოთ სწავლა. დუოლინგოს საშუალებით შესაძლებელია : ინგლისური, ესპანური, ფრანგული, თურქული, თუნდაც ჩინური ან ვიეტნამური და ათობით სხვა ენის შესწავლა. აპლიკაციას არ აქვს ქართული ენის მხარდაჭერა თუმცა უპრობლემოდ შეგიძლიათ ისწავლოთ სხვა ენა ინგლისურის ან რუსული ენის გამოყენებით. აპლიკაციის გამოყენება საკმაოდ მხიარული პროცესია და მარტივად გასწავლით საბაზისო დონეს. ხო რაც მთავარია აპლიკაციის ძირითდი ნაწილი უფასოა.

ვებგვერდი Android IOS

2. სხვა აპლიკაციები და ვებგვერდები

დუოლინგოს მსგავსად არსებობს უამრავი სხვა ვებგვერი თუ აპლიკაცია რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ, ზოგიერთი მათგანი უფასოა, ზოგიც ფასიანი. პირადი გამოცდილებით გიჩევდით : Rosetta Ston, Busuu და სხვები. ეს ყველაფერი თქვენს გემოვნებაზე და სურვილებზეა დამოკიდებული.

3. Open Culture ვებგვერდი

ამ ვებგვერდზე თავმოყრილია უამრავი სხვადასხვა ენის სასწავლო მასალა წიგნები, მუსიკები, ვიდეოები, კურსები და სხვა. მოკლედ თუ არ გეზარებათ “ძრომიალი” აუცილებლად იპოვით თქვენთვის საჭირო ინფორმაციას.

4. უკვე შევიძნეთ ან გაგვაჩნია გარკვეული ცოდნა და გვსურს ჩვენი ცოდნის გამოყენება და უფრო მეტის სწავლა ამისთვისაც არსებობს სხვადასხვა ვებგვერდები. ალბათ თუ დაინტერესებული ხართ გინახავთ სხვადასხვა ჯგუფები Facebook-ზე ან სხვა სოციალურ ქსელში, რათქმაუნდა ეს კარგი საშვალებაა, მაგრამ არსებობს აპლიკაციები რომლელიც სწორად ენის გაცვლისთვისაა შექმნილი.

Tandem-ი სწორედ ამ იდეის მატარებელია. ამ ვებგვერდის გამოყენება შეგიძლიათ როგორც კომპიუტერით ასევე ტელეფონითაც. რაც მთვარია მომსახურება უფასოა და მხოლოდ გარკვეული ფუნქციებია ფასიანი, რაც სრულად არ გვიშლის ვებგვერდის გამოყენებაში ხელს.

ვებგვერდი Android IOS

ასევე Youtube-ზე შევხვდებით უარმავ ვიდეო გაკვეთილს.

გაქვთ რაიმე თქვენებური ხერხი რითიც მარტივად სწავლობთ უცხო ენას ? გაგვიზიარეთ ჩვენც ^__^

უფასო სასწავლო კურსები

free online courses during lockdown Archives - Blogging Ace

დღეს ჩვენი რეალობა აბსოლუტურად განსხვავდება წინა წლებისაგან არ გვაქვს შესაძლებლობა მეგობრების ნახვის, მოგზაურობის ან თუნდაც კომუნიკაციის, თუმცა მიუხედავად კორონა ვირუსის უამრავი უარყოფითი შედეგისა უნდა ავღნიშნოთ ის კარგი შესაძლებლობები რომელიც ზუსტად მისითაა გამოწვეული. კორონა ვირუსის პირველი ტალღის, კარანტინის დროს არაერთმა კომპანიამ მოგვცა შესაძლებლობა, ის დრო რომელიც სახლში უნდა გაგვეტარებინა მოგვეხმარებინა საკუთრი თავის განსავითარებლადა და რაიმე ახალი ინფორმაციის შესასწავლად.

ამ პოსტში მსურს გაგიზიაროთ ის შესაძლებლობები ვებგვერები სადაც შეგიძლიათ გაიაროთ სხვადასხვა კურსები. სასწავლო სფერო საკმაოდ ფართოა დაწყებული რომელიმე კომპიუტერული პროგრამის კურსებით დამთავრებული სხვადასხვა სახის შემეცნებითი კურსებით.

  1. პირველი ვებგვერდია Coursera
              Coursera საშუალებას გავაროთ სხვადასხვა სასწავლო კურსები საკმაოდ ფართო სფეროში და დამატებით ზოგიერთ კურსზე გვთვაზობს უფასო სერტიფიკატს, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია. განსაკუთრებული ის არის, რომ ვებსაიტი გვთავაზობს ისეთ კურსებს სადაც ლექტორები არიან ცნობილი უნივერსიტეტის წარმომადგენლები როგორიცაა მაგალითად მიჩგანის უნივერსიტეტი, დიუკის უნივერსიტეტი და სხვა.  და რაც მთავარია უამრავი კურსი სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

2. მეორე ვებგვერდია Udemy

              Coursera-ს მსგავსად აქაც შეხვდები სხვადასხვა თემატიკის კურსებს თუმცა მისგან განსხვავებით Udemy-ს აქვს უფრო ფართო ჩამონათვალი კურსების, შეგიძლიათ მარტივად დაიგმაყოფილოთ თქვენი ინტერესები.  საიტი გაძლევთ შესაძლებლობას ძებნისას წაიკითხოთ შეფასებები კურსზე, აარჩიოთ რა ხანგრძლივობის კურსი გსურთ, რომელ ენაზე და ასე შემდგომ.

3. მესამე ვებგვერდია Google-ს კურსები.

                  საკმაოდ საინტერესო კურსებია, სამუშაო ენა ინგლისურია. ეს კურსები განკუთვნილია ძირითადად  ადამიანებისთვის ვინც მარკეტინგით, ბიზნესით და მსგავსი თემებითაა დაინტერესებული. 

4. Youtube

             იუთუბი არ არის მხოლოდ გასართობი ვებგვერდი. იგი შესაძლებლობას გვაძევს ვიშოვოთ ვიშოვოთ ინფორმაცია თითქმის ყველა საკითხზე რაც კი თავში მოგვივა.   მაგალითად ერთ-ერთი ყველა მოთხოვნადი პროგრამული ენის პითონის კურსი  ინგლისურ ენაზე ან თუნდაც გრაფიკული დიზაინის კურსს ქართულ ენაზე.

პ.ს. ინტერნეტი გვაძლევს უამრავ შესაძლებლობებს უბრალოდ უნდა გამოვიყენოთ იგი სწორად. იმედია გამოგადგებად ჩემი გამოცდილება.

Time to share EVS experience. 💫 ⭐️ 🌟 ✨

European Voluntary Service: what is it really? | European Youth Portal

Before I will talk about my experience. let`s say what is EVS, ESC :

EVS (European Voluntary Service) ESC(European Solidarity Corps) is an international volunteer program funded by the European Commission. (Wikipedia.org)

I do not know where to start. I am Giorgi Tchagiashvili from Georgia.  already two months passed from my volunteering and I still filling It was a day ago. I heard about EVS from my friends, I was super interested, so I did a short EVS in Slovakia, which was super positive for me, because of it I decided to go in a long-term project. I choose the project in Krakow, Poland, with a really cool organization Stowarzyszenie Rozwoju i Integracji Młodzieży STRIM with lovely stuff. Krakow is quite a nice city full of nature and entertainment places.

I was working in kindergarten with children👶 👧 🧒. I was thinking that working with children should be easy but it is not. Working in kindergarten teach me how to be very careful about different things, how to take care of others more, and the most important thing about how to love. I see that even a very very small thing for someone can be really huge. The project makes me more creative: when you are working with children, you should be able to draw, make origami, sing, dance… I started doing almost everything that I have not done before. I was also lucky because there was really kind and interesting stuff in kindergarten. I remained one day when I did not know what to do with children and in my mind come to the idea to make origami airplanes, it was super nice, and I was just amazed how you can spend a full day making just a little origami with the competition.

Except for work, I should say more about my experience of living in a different country. Actually, this project is a very good chance to get to know new cultures, find a difference from your country. I was living with flatmates: Armenian, Turkish and Spanish. It is a super nice experience to live with different background people; you are learning a lot of new things and the most important thing to respect other people in every way. You can study a lot of things from each other, I can say that even if you think other countries’ people are different, you will find out how many common things you have and how close they will be at the end of the project. I want to say thanks to them because I learned many things from them. You should see our happy faces every time when we were doing cake and it was better than we were thought or just cleaning a full house with music or playing cards together. You will have a lot of new friends in a different part of the world.

Also, let`s say this year volunteers, we had special projects because of coronavirus. For me, this virus makes everything totally messed (Staying home, working remotely, no contact to outside). I can say that in some way time at home was quite funny and nice but another way I miss normal life and children, their lovely faces, hugs, just “dzień Dobry”, “dzięki” or “do widzenia”. You can`t imagine how good filling is when you are going to kindergarten and child is coming and hugging you. 🥰🥰

On the other hand, you can improve your skills a lot. Starting with languages, you will improve your English for sure because there is no way to communicate with flatmates or other people. You have the chance to study a new language (it can be from an organization, the country language where you are or just from other volunteer`s languages). You are improving your skills in the management of your time, money. Learning how not to spend a full month salary in 1 week and make priorities. The Most Important thing is that you are independent, you have to make every choice yourself and you cannot ask someone about something. Of course, there will be small difficulties; you will miss family, friends, your country, or just-food. You will feel bad; it will be sad days but happy, interesting days more.

To some up somehow, I would say that this experience is super amazing ^__^ and everyone has to try it. After the project, you will see how much you change, how much things you learn, and develop yourself. I would like to say old myself that it was a good choice and worth it.

P.S. Thanks Georgian Youth for Europe(my sending organization) to give me chance for it. 

P.S.S if you still thinking about doing volunteering or not, just do it! it`s fantastic. 🌟 

სტუმრად სომხეთში

სტუმრად სომხეთში

ალბათ ყველას გსმენიათ უაზრო საუბრები სომხეთის შესახებ, რომ იქ არაფერი არ არის ვერაფერს ნახავთ და ასე შემდეგ. მეც გავხდი ამ აზრების “მსხვერპლი” წლების წინ, თუმცა წელს თებერვალში მოვინდომე ჩემი თვალით მენახა რა ხდება სომხეთში კერძოდ კი მის დედაქალაქ ერევანში. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და მივხვდი სადაც არ უნდა წახვიდე ყელგან ნახავ რაღაც განსხვავებულს.

დავიწყოთ ტრანსპორტით:

მე ქალაქ ახალციხიდან წავედი პირდაპირ ერევანში. მგზავრობა საკმაოდ იაფი ღირს, სულ რაღაც 25 ლარი (თბილისიდან როგორც ვიცი 35 ლარია). გზა ერთფეროვანი და მოსაწყენია არ არის ხეები მიდიხარ ხრიოკ ადგილას. სულ რამოდენიმე საათი და საქართველოდან ამოყოფ თავს სომხეთში. საზღვარზე საკმაოდ ლოიალურები არიან, არაფერს გეკითხებიან ისეთს და მარტივად გიშვებენ. გადახვალ თუ არა საზღვარს გხვდება სოფლები რომლის დანახვაზე იფიქრებ საერთოდ რა მინდოდა სად მოვდიოდიო და ასე გაგრძელდება ერევნამდე, თუმცა როცა დედაქალაქამდე მიაღწევთ ის საკმაოდ კარგად გამოიყურება.

ხო რაც შეეხება დასარჩენ ადგილს, ამით მე გაოცებული დავრჩი სულ რაღაც 100 ლარად ვიქირავეთ 3 ადამიანმა 2 ღამით ბინა. ყველანაირი კომფორტით, დაწყებული გათბობით დამთავრებული სარეცხი მანქანით. აქვე დავდებ ლინკს იქნებ დაგჭირდეთ: ლილის ბინა. მთავარი არის ის რომ ეს კონკრეტული ბინა ცენტრშია და ძალიან ახლოსაა ყველა სანახაობასთან.

საკონტაქტო ენა რათქმაუნდა სომხურია, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის რუსული, თუმცა ძალიან ცოტამ იცის ინგლისური.

0224191204a.jpgცოტა ვისაუბროთ ფულზეც, მე 110 ლარის ექვივალენტი 20000 დრამი წავიღე საქართველოდანვე, თუმცა დამჭირდა დახურდავება ერევანშიც, თვითონ სომხეთში უფრო კარგი კურსით დაგვიხურდავეს ფული ვიდრე საქართველოში, ასე რომ ძალიან მარტივად შეძლებთ დახურდავებას და ამაზე არ ინერვიულოთ. მიახლოებით 1 ლარი 180 დრამის ტოლია.

 

 

რას შეეხება მოსანახულებელ ადგილებს:

დედაქალქში არის საკმაოდ ბევრი ადგილი მოსანახულებელი. ერევანი არც ისე დიდი ქალაქი აღმოჩნდა და შესაბამისად ძალიან მარტივად 1 დღეში ფეხით შეგიძლიათ მოიაროთ ყველა ადგილი. იმ შემთხვევაში თუ დაგჭირდათ ტრანსპორტი მოგიწევთ რუსული წარმოების ე.წ. გაზელით მოძრაობა რაც საკმაოდ არაკომფორტული აღმოჩნდა, თუმცა რაც შეეხება ფასს საკმაოდ იაფია სულ რაღც 100 დრამი. ასევე ძალიან იაფია ტაქსი, ერთი ბოლოდან მეორეში გასასვლელად სულ რაღაც 600 დრამი დაგვჭირდა რაც 3 ლარს ცოტა აღემატება, თუმცა აქვე გაგაფრთხილებთ რომ ისარგებლოთ დიდი კომპანიებით როგორიცაა იანდექსი, GG ტაქსი, You ტაქსი, თუ ქუჩაშივე გააჩერებთ შეიძლება დიდი თანხა გადაგახდევინონ.  დავუბრუნდეთ სანახაობებს:

1. IMG_0673კასკადი- ეს არის დიდი კიბეები რომელიც აკავშირებს ქალაქს მონუმენტს. კასკადიდან ქალაქის ლამაზესი ხედი იშლება. კასკადში, გარე საფეხურების ქვეშ განთავსებულია წყვილი ესკალატორი, რომლებიც კომპლექსს მთელ სიგრძეზე გასდევენ, ხოლო ესკალატორთან შეგიძლიათ იხილოთ უამრავი ლამაზი ნაკეთობა.

 

 

 

IMG_0670IMG_0672IMG_0701

2. გენოციდის მუზეომი

IMG_1632სომხეთის გენოციდზე ალბათ გსმენიათ. მათთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია. საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს გენოციდის მუზეომს. აქვე არის დარგული ხეები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ. აქვე აღმოვაჩინეთ თურმე შევარდნაძესაც დაურგავს ხე.

IMG_1641

3. სხვადასხვა ტაძრები. ჩემთვის საკმაოდ რთულია სახელების დამახსოვრება ამიტომ აქ უბრალოდ გაჩვენებთ სხვადასხვა ტაძრის სურათებს:

4. ქანდაკება მიხლოებით ჩვენი ქართლის დედის მსგავსი და ასევე ჩვენი ანძის მსგავსი.

5. როგორც ავღნიშნე საკმაოდ რთული სახლებეი ქონდა შენობებეს და ვერ დავიმახსოვრე რომელი რა იყო.  ეს ყევლაფერი კი მდებარეობს ცენტრალრ მოედანთან ახლოს:

 

გამომრჩა რამდენიმე საინტერესო ადგილი რომლის ფოტოებიც არ მაქვს. შეგიძლიათ იხილოთ ფარაჯანოვის მუზეომი, ასევე სომხური ანბანის შემქმნელის მესროპ მაშტოცის მუზეომი, არარატის და ნოის კონიაკის ქარხანა და სხვა.

რაც შეეხება ერევნის გარეთ მე მოვინახულე სამი ადგილი. ესენია: გარნი, გეღარდი და ეჩმიაძინი. გარნი და გეღარდი ერთი მიმართულებით მდებარეობს ერევნიდადნ 28 კილომეტრში არის გარნი ხოლო გეღარდი გარნიდან 15 კილომეტრში. რაც შეეხება ეჩმიაძინს ისიც მდებარეობს ერევნიდან 20 კილომეტრში. ამ ადგილებში შეგიძლიათ წახვიდეთ კილიკიას ავტოსადგურიდან, მე პირადად ეჩმიაძინში ვიყავი ე.წ. გაზელით რომლის ფასი 250 დრამი იყო. ხოლო გეღარდში და გარნში დადის თუ არა რაიმე არ ვიცი.

1 გარნი ან გარნისი.  როგორც ფიქრობენ გარნისი დაარსებულია ძვ. წ. II საუკუნეში. გარნისის ციხე სომხეთს იცავდა ჩრდილოეთიდან. გარნისი სომეხ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო.

IMG_1682

 

2. გეღარდი არის  მონასტერი მდინარე გარნის ხეობაში. დაარსდა IV საუკუნეში. საკმაოდ საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესიიდან გადიხარ კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში, ხოლო იქიდან კიდევ მესამეში. ეკლესიაში არი საოცარი აკუსტიკა თუ გაგიმართლებთ და შეესწრებით ვინმეს გალობას ძალიან ისიამოვნებთ.

IMG_1716

3. ეჩმიაძინი სომხური სამოციქულო ეკლესიის მონასტერი. სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის ადგილსამყოფელი. 2000 წლიდან შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მონასტრის შემადგენლობაში შედის ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი, რიფსიმეს ეკლესია (618 წ.), გაიანეს ეკლესია (650 წ.), შოკაგატის ეკლესია (1694 წ.). მონასტრის კუთვნილებაშია ასევე მუზეუმი და შუა საუკუნეების დეკორატიული ხელოვნების კოლექცია.

და ბოლოს თუ ვინმე გეტყვით რომ არ ღირს წასვლა არ დაუჯეროთ! ნამდვილად ღირს, მანახეთ ადგილი სადაც 200 ლარად ყველაფრის გათვალისწინებით წახვალთ, წამოხვალთ, საჩუქრებსაც წამოიღებთ, იცხოვრებთ და არაფერს დაიკლებთ :დ ❤ კიდევ ერთი თუ ნაცნობი გყავთ ერევანში ჩათვალეთ რომ იგი ყველაფერს შეეცდება, რომ რაც შეიძლება კომფორტულად გაგრძნობინოთ თავი. ფულის გადახდა საერთოდ დაივიწყეთ, ვერ მოასწრებთ.  იმედია გამოსადეგი სტატია გამომივიდა თუ რაიმე დაგაინტერესებთ მომწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ. 0226191422b.jpg

საუკეთესო ფილმები

საკმაოდ დრო გავიდა იქიდან, რაც ბოლო სტატია შემოგთავაზეთ. ვფიქრობდი რაზე დამეწერა, რა თემა ამერჩია. დღეს შემოგთავაზებთ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ცხრა ფილმს. საკმაოდ რთულია ამდენი მაგარი ფილმებიდან ამოარჩიო რამდენიმე, მაგრამ მე შევეცდები კარგად შევასრულო ეს დავალება ❤

1.  ბედნიერების კვალდაკვალ /THE PURSUIT OF HAPPYNESS /     1

 ეს არის ფილმი, რომელმაც უდიდესიგავლენა მოახდინა ჩემზე.  ფილმის შინაარსი: ოჯახმა მოინდომა მთელი მათი დანაზოგი  “ძვლის სიმყიფის გამოსაკვლევ სკანერის”  ბიზნესში ჩაედო. თუმცა, მოწყობილობა კარგად ვერ გაყიდა, რადგან მასზე გაუმჯობესებული ვარიანტი გამოჩნდა. სანამ გარნერი მოწყობილობის გაყიდვას ცდილობს, მას  უამრავი უბედურება ატყდება თავს:  ცოლი მიატოვებს, დაკარგავს სახლს, ბანკის ანგარიშებს და საკრედიტო ბარათებს. იგი იძულებული ხდება ბავშთან ერთად ქუჩაში იცხოვროს და მუდმივად ეძებს  სამსახურს. მას უწევს უამრავი სიძნელიის გადალახვა რათა მიზანს მიაღწიოს..

2.  შინდლერის სია  /SCHINDLER’S LIST/

2

ფილმი მოგვითხრობს  წარმოშობით გერმანელი ბიზნესმენის, ოსკარ შინდლერის ცხოვრებაზე, რომელმაც მოახერხა და ათასზე მეტ ებრაელ ლტოლვილი გადაარჩინა ნაცისტური რეჟიმისგან.  ფილმი სავსეა ემოციური კადრებით. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყველაფერი ზედმეტად რეალურადაა აღწერილი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფილმს 7 ოსკარი აქვს აღებული.

3.  პიანისტი /THE PIANIST/3

ეს ფილმიც წინას მსგავსად ასახავს ანტისემიტიზმს. ფილმში ებრაელიი პიანისტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა ცდილობს რამენაირად გადაურჩეს გერმანელებს. იგი კარგავს ოჯახის წევრებს პიანისტი და ყველაფერს რაც გააჩნია.  ვლადისლავ შპილმანის ბიოგრაფიის ეკრანიზაციაა. შინდლერის სიის მსგავსად ეს ფილმიც სავსეა ემოციით.

4. დასაწყისი /INCEPTION/

4ფილმიში დომ კობი პროფესიონალი ქურდია, რომელსაც შეუძლია ძილის დროს შეაღწიოს ქვეცნობიერში და ნებისმიერი ინფორმაცია მოიპოვოს. დომის მეუღლესაც აქვს იგივე უნარი, თუმცა იგი ვერ გაუძლებს ამ ზებუნებრივ ენერგიას და თავს მოიკლავს, თუმცა დომს დააბრალებენ მეუღლის მკვლელობას. ამით დომი დაკარგავს ყველაფერს რაც მისთვის საყვარელია. თუმცა დროის გასვლის შემდგომ ეძლევა შანსი ყველაფერი გამოასწოროს. ვისაც ფანტასტიკის ჟანრი იზიდავს ეს ფილმი მათთვისაა.

5. ნათლია /The Godfather/

5ფილმში მოქმედება 1945- 1955 წლებში ვითარდება. ფილმი მოგვითხრობს კორლეონეების იტალიურ-ამერიკული კრიმინალური ოჯახის ამბავს. მაფიის მეთაური ვიტო კორლეონე  თავდასხმას სასწაულად გადაურჩება, მისი უმცროსი ვაჟი მაიკლი შურის საძიებლად ორ ადამიანს კლავს. აქ იწყება სისხლიანი შურისძიება. აღსანიშნავია ალ პაჩინოს ოსტატობა ამ ფილმში.

 6. ინტერსტელარი /INTERSTELLAR/

6ფილმი მოგვითხრობს კოსმონავტების ჯგუფის შესახებ, რომლებიც  გამოუცნობი სამყაროს გამოსაკვლევად მიემართებიან. ისინი დედამიწასთან ახლოს მდებარე შავ ხვრელში შეფრინდებიან, რაც მათ საშუალებას მისცემს გადაადგილდნენ ძალიან შორს… ფანტასტიკის მოყვარულთათვის იდეალური ფილმია, როგორც მსახიობების მხრივ, ისე  ფილმის ხარისხით.

7. ბიჭუნა ზოლიან სამოსში /The Boy in the Striped Pyjamas/

7ფილმი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარე მოვლენებზე. პატარა ბიჭუნა, რომელიც წარმატებული ადამიანის შვილია გაიჩენს მის თანატოლ ებრაელ მეგობარს, რომელიც მას ყოველდღე ერთიდაიგივე ზოლიანი სამოსით ხვდება…
8. გლადიატორი /Gladiator/
 8
ფილმში აღწერილია რომის იმპერიის მხედარმთავრის მაქსიმუსის შესახებ. იგი მზადაა ნებისმიერს შეებრძოლოს, სწორედ ამიტომ იგი ძალიან უყვართ თავის ქვეშევრდომებს. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართება და მაქსიმუსს უწევს გლადიატორად გახდომა..
9. ჩემს სიას დავამთავრებ ერთ-ერთი უძლიერესი ფილმით ტიტანიკით, რომელიც წარდგენილი იყო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე 14 ნომინაციაში, საიდანაც 11 ჯილდო  მოიგო.9
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა შეყვარებულების ჯეკი და როუზის შესახებ, რომლებიც ერთმანეთს პოულობენ გემზე. უდიდესი გემი  წყალში აისბერგს შეეტაკება, და მათი ვნებიანი სიყვარული სიკვდილთან ბრძოლას ემსგავსება.
ვიცი, რომ ძალიან ბევრი კარგი ფილმი გამომრჩა, დროთა განმავლობაში შეიძლება კიდე დავამატო რამდენიმე 🙂 კარგი იქნება თქვენც თუ შემომთავაზებთ თქვენ საყვარელ ფილმებსაც ❤

გონივრული არჩევანი? ანუ უნდა ავირჩიოთ თუ არა ილიაუნი

პირველ რიგში მოგესალმებთ, მე ვარ ილიაუნის  სტუდენტი  და დღეს მინდა მოგითხროთ ცოტაოდენი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ . გეტყვით რომ, ბევრი რამ გავიგე უნივერსიტეტის შესახებ, მაგრამ ის რაც მთავარი და მნიშვნელოვანია მინდა დღეს  მოგიყვეთ. პირველ რიგში მე ვამაყობ ჩემი უნივერსიტეტით, რადგან ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია 2015 წელს იგი პირველ ნომრად,ასევე მას  აქვს მაღალი საშუალო სკალირებული ქულა.

Capture

და არამხოლოდ, მინდა გამოვყო  გამრემო, რომელიც უნივერსიტეტის შიგნითაა. კომფორტული აუდიტორიები, სითბო და სისუფთავე ,რაც ჩემი აზრით აუცილებელია სწავლისათვის. ყველაზე მეტად კი ბავშვები, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად მეგობრულები, მოსიყვარულეები იყვნენ ❤

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ილიაუნს არ ავიწყდება წარმატებული სტუდენტებისთვის წამახალისებელი პრიზების ჩუქება ან ღონისძიებების მოწყობა. წელსაც უნივერსიტეტმა არ დაგვიკარგა ბავშვებს ნაწვალევი და უმაღლესი ქულების მქონეებს მოგვიწყო მცირე გასეირნება დედოფლისწყაროში , ასევე როგორც ვიცი ბავშვები რომლებიც სხვადასხვა საგნებში მაღალ ქულებს იღებენ ისინიც ერთვებიან მსგავს აქტივობებში. ყველაზე მეტად რაც მომწონს უნივერსიტეტის შიგნით არის უამრავი კლუბის არსებობა. დღე ისე არ გადის,  რომ მინიმუმ ორი ან სამი სემინარი ან რაიმე ღონისძიება არ ჩატარდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ გვაქვს თავისუფლება დავესწროთ იმ ლექციას რომელიც გვსურს, მაგალითად როდესაც მე მაქვს დრო ვესწრები ხოლმე  ლექციას რომელსაც ისე სულ არ გავდივარ 😀  ( ანუ შანსი გაქვთ მოისმინოთ ლექცია უფასოდ რომელშიც რეალურად სტუდენტები ფულს იხდიან ). ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც რომ საგნებს ვირჩევთ ჩვენს ნებაზე ანუ შეგვიძლია ვისწავლოთ ის რაც მოგვწონს, გვსურს და არა ის რასაც დაგვიდგენს უნივერსიტეტი !

ჩვენ გვაქვს ელექტრონული სისტემა რაც ნიშნავს იმას რომ არ გვჭირდება ვატაროთ ფურცლები,რვეულები ვწეროთ და ვიწვალოთ 🙂 უბრალოდ შევალთ Moodle-ში, myenglishlab-ზე და ყველაფერი ამით მთავრდება 🙂

ცოტაოდენი უნდა ვთქვათ ლექტორებზეც 🙂 პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხში საკმაოდ გამიმართლა , მყავს ისეთი ლექტორები რომლებსაც ვერაფერს დაუწუნებ , არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები და ძალიან ობიექტურები. თუ ისწავლი ქულას დაგიწერენ თუ არა ცოტას მაინც დაგიწერენ 😀 .

ახლა გადავიდეთ მტკივნეულ თემებზე :

როგორც ყველა პირველკურსელი მეც ვიტანჯები შთა-თი 😀  . პირველ რიგში უცხოებისთვის განვმარტავ რა არის “შთა” 🙂 შთა- ანუ შესავალი თანამედროვე აზროვნებაში. ამ საგანში ძირითადად ისწავლება ფილოსოფია. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც რთულია ამ საგნის სწავლა მთლად ისეთი “საშიშიც”  არაა როგორც ამბობენ… თუ შეეცდები, რომ ისწავლო ძალიან მარტივად მიაღწევ მიზანს 🙂 (ანუ უბრალოდ უნდა წაიკითხოთ ტექსტი დაწვრილებით და კარგად გაიაზრო რა წერია)

ყველაზე მეტად ცუდი არის ქულების ლოდინი, რაც მართლა ძალიან იწელება ხოლმე. ყოფილა შემთხვევები დავალება 2 კვირის განმავლობაში არ შეუსწორებით :(.

ასევე ნერვებ მოსაშლელია უნიფუდის,ვერანდის და ბიბლიოთეკის საკითხი, იქ ვერასდროს ადგილს ვერ ნახავ შეხვალ ხალხი უაზროდ ზის ლაპარაკობს საათობით და არც კი აფიქრდებათ იქნებ სხვასაც სურს დაჯდომა :/

მოსაწესრიგებელია პარკინგის პრობლემა რის გამოც ლექტორებიც კი აგვიანებენ ხოლმე ლექციაზე.

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ ბევრი ცუდი აქვს ილიაუნს და უფრო მეტი კარგი 🙂 ამიტომ

   Keep Calm And 

Love Iliauni

Continue reading